თამო ვაშალომიძე ცნობილი ქართველი ფოტომოდელი, მსახიობი, ბლოგერი და ბიზნესს ლედია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინფლუენსერია, რომელმაც საზოგადოების ყურადღება თავდაპირველად თამამი ფოტოსესიებით და სამოდელო კარიერით მიიპყრო.
მან საზოგადოებას შოკის მომგვრელი სიახლე გაუზიარა. როგორც თავად ამბობს, იპოვა ბიოლოგიური მამა, რომელიც ქართველი არ აღმოჩნდა:
„მქონდა ძალიან ემოციური საღამო.
მოკლედ, დედაჩემმა მითხრა, რომ მამაჩემი არ არის ქართველი და ვარ ისეთი ქვეყნიდან, მამაჩემი არის ისეთი ქვეყნიდან, არ მინდა, ვარ მეზობელი ქვეყნიდან, რუსეთიდან.
ადრე სხვა ინფორმაცია მქონდა, ვიცოდი, რომ მამაჩემი იყო ქართველი, მყავდა ნახევარ ძმები, მინდოდა გამეცნო, რადგან სოფია მყავს და ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, სხვა გათვლა არ მქონია.
დედაჩემი პოლონელ-უკრაინელია, ამიტომ გავიკეთებ ტესტს, თუ არ ვარ ქართველი, სისხლში ამოვა.
დედასთან მაქვს ურთიერთობა, ვზრუნავ მასზე, მაგრამ ვერ ვაპატიებ იმას, რომ 2 დღის ბავშვი დამტოვეს“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მსახიობი თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც მან ქალიშვილის, სოფის მიერ შექმნილი ესკიზის მიხედვით შეკერილი კაბა მოირგო.
მსახიობის გამოსვლას წითელ ხალიჩაზე უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, რადგანაც მასთან ერთად კრიშტიანუ რონალდუს მეუღლე ჯორჯინა როდრიგესი პოზიორობდა, რა დროსაც ორმა ფოტოგრაფმა მას გაწევისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით