ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„გვამზდებს უფალი, გვეუბნება - „თქვენ მგელი არ უნდა იყოთ, თქვენ მაინც ცხოვარი უნდა იყოთ“,
- და ცხოვარი რისი სიმბოლოა?!
- ურისხველობის ადამიანის მიმართ,
ადამიანის მიმართ შურისძიების არ ქონის,
სიძულვილის არ ქონის...
მხოლოდ მიმტევებლობის,
უსასრულო მიმტევებლობის,
უსასრულო გულმოწყალების,
და ადამიანი ასეთი ხომ არ არის?!
ჩვენ ხომ ასეთები არ ვართ?!
მაგრამ ასეთები უნდა გავხდეთ,
- და როგორ გავხდე მე ისეთი, რომ ვიყო ცხოვარი მგლებს შორის?!
როგორ გავხდე ცხოვარი?!
და, თურმე, ესეც ისწავლება...
ღმერთი ზრუნავს იმისათვის, რომ შენ ასეთი გახდე,
იმიტომ, რომ თუ ასეთი არ გახდი - ვერ იქნები ისეთი, როგორიც ის იყო,
და თუ ვერ გახდები ისეთი, როგორიც ის იყო - ვერ ცხონდები,
და ცხონება არის ის, რომ იყო ისეთი, როგორიც ის არის,
გესმით რაშია საქმე?!
ჩვენ ვერ ვცხონდებით, თუ ქრისტეს არ დავემსგავსებით,
- და როგორ ვისწავლოთ ეს?! როგორ?!
- და, თურმე, ეს ისწავლება
და ისწავლება ასე:
- მოვა ვიღაც და უსამართლოდ მოგექცევა,
- მოვა ვიღაც და ცილს დაგწამებს,
- მოვა ვიღაც და ფიზიკურადაც შეგავწიროვებს
და, თურმე, შენ უნდა მოექცე ისე - როგორც შენ ადგილას, ქრისტე მოექცეოდა,
და, რა თქმა უნდა, ვერ იქცევი ისე,
ვერ აბარებ გამოცდას...
მერე ნანობ,
მერე წუხხარ,
მერე ისევ მეორდება...
ისევ მეორდება ეს გამოცდა,
ეს სწავლება,
ეს სკოლაა...
ღერი თმა არ ვარდება ჩვენი თავიდან ღვთის განგებულების გარეშე,
ღერი თმა არ ვარდება,
და როცა ჩვენ გვავიწროვებენ,
როცა ჩვენ ცილს გვწამებენ - უნდა გვიხაროდეს, თუ უნდა გვწყინდეს?!
უფრო გასაგები რომ იყოს - როცა ჩვენ გვტკენენ, უნდა გვიხაროდეს, თუ უნდა გვწყინდეს?!
თურმე - უნდა გვიხაროდეს,
- რატომ?!
- იმიტომ, რომ მეძლევა შესაძლებლობა ერთი გაკვეთილი კიდევ ჩამიტაროს ღმერთმა,
რომ ნაბიჯი გადავდგა მისი მსგავსებისკენ…“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დეკანოზი გაბრიელ ნათენაძე გარდაიცვალა - „საპატრიარქოს უწყებანის“ სამძიმრის წერილი
⭕ქარაზანიშვილების ოჯახური იდილია - „ულევი ბედნიერი დღეები გქონდეთ, უსაყვარლესებო“
⭕„რა ლამაზი ხარ, ძალიან გიხდება“ - ნინო ჩხეიძე შავ ტანისამოსში პოზირებს