ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს 2026 წლის 25 მარტს და, ირმა გაფრინდაშვილი ტრაგიკულად ავტოკატასტროფაში დაეღუპა.
მარიამ გაფრინდაშვილი გარდაცვლილი დის ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მას იუბილეს ულოცავს:
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ დღეს ოდესმე შენს საფლავთან მოგილოცავდი.
ყოველი დღე შენს გარეშე უფრო და უფრო - მტკივნეული და აუტანელია.
არაფერი აღარ არის ისე, როგორც იყო.
და აღარც იქნება.
ყველაზე დიდი უსამართლობაა შენი წასვლა.
გილოცავ დაბადების დღეს, ჩვენო მფარველო ანგელოზო“, - წერს მარიამ გაფრინდაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ურთიერთობებში სუფევს ფლირტი...“ - 4 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი
⭕ „ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა...“ - 4 აგვისტოს ენერგიები