Digest Logo

„ვერსად შენიშნავთ საზღვრებს, ომებსა და რელიგიებს“ - რას გვასწავლის კოსმოსიდან გამოგზავნილი უნიკალური ფოტო? ქეთი ოდიშელის განმარტება

1775472347
ქეთი ოდიშელიქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ახალ, პოზიტიურ კამპანიას იწყებს. მისი თქმით, ნეგატიური ინფორმაციით გადატვირთულ რეალობაში, იგი მკითხველს 21 დღის განმავლობაში სასიამოვნო და საინტერესო ამბების გაზიარებას ჰპირდება.

გამოწვევის პირველ დღეს ქეთი ოდიშელი NASA-ს ხომალდ „ორიონიდან“ გამოგზავნილ დედამიწის უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს. კადრი ასტრონავტმა რიდ ვაისმენმა 2026 წლის 3 აპრილს გადაიღო.

🌞 ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, იმდენი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება, თანაც იმდენად ვერთვებით ამ რეალობაში საკუთარი თავის მნიშვნელობის მტკიცება/დატოლებაში, რომ საერთოდ გვავიწყდება რა „პაწაწინები“ ვართ... თუმცა მთელი პარადოქსიც იმაშია, რომ თითოეულ პაწაწინა ნაწილაკს შეუძლია მთელი სისტემის შეცვლა და გადაწყობა...

✋მომინდა რაღაც მცირე წვლილი შევიტანო რეალობის გაფერადებაში, ახალი გამოწვევით მოვედი, ყოველ დღე 21 დღის განმავლობაში რაღაც სასიამოვნოს, პოზიტიურსა და საინტერესოს გაგიზიარებთ. შემომიერთდით ვისაც სურვილი გაქვთ!

🫴 ეს არის მთვარისკენ მიმავალი NASA-ს ხომალდიდან გამოგზავნილი ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია დედამიწის ხედი, რომელიც Artemis II-ის მისიის მეთაურმა, ასტრონავტმა რიდ ვაისმენმა ხომალდ „ორიონის“ (Orion) კაფსულიდან 2026 წლის 3 აპრილს, პარასკევს გამოგზავნა. ​კაცობრიობა კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ვარსკვლავებს. ხომალდი „ორიონი“ თავისი ეკიპაჟით უკვე კოსმოსშია და დედამიწას ასობით ათასი კილომეტრით დაშორდა. Artemis II არის პირველი პილოტირებული მისია მთვარის გარშემო (ბოლო 50 წლის მანძილზე).

💫 დედამიწის ქვედა მარჯვენა, ბნელ მხარეს მხოლოდ მთვარის შუქი ანათებს. აქ მკაფიოდ მოჩანს ქალაქების თანამედროვე ტექნოლოგიების ჩახჩახა განათებები და პოლუსებზე აკაშკაშებული ჩრდილოეთის ციალი, თუმცა, ვერსად შენიშნავთ რელიგიებს, ერებს, სიმდიდრეს, ომს და ქვეყნებს შორის გავლებულ საზღვრებს... ​

💖 დედამიწა ერთიანი, ცოცხალი ორგანიზმია, სადაც ხელოვნური გამყოფი ხაზები უბრალოდ არ არსებობს. მხოლოდ სინათლე, ბუნებრივი მოვლენები და კაცობრიობის საერთო კვალია ხილული...