ტელეწამყვანი, პროდიუსერი და ჟურნალისტი ნოე სულაბერიძე და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი მესამე შვილის მშობლები გახდნენ.
ახალშობილი გოგონაა და მას ემი დაარქვეს.
დედა-შვილი უკვე სახლშია. ჯანეტი სოციალურ ქსელში თბილ, ოჯახურ კადრებს გვიზიარებს:
„დღეს ჩემი გული მხოლოდ ერთი სიტყვით არის სავსე - მადლობა.
მადლობა უფალს იმ უდიდესი ბედნიერებისთვის, რომელიც მაჩუქა. სამი საოცარი გოგონა… სამი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ჩემს ცხოვრებაში.
ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ასეთი ბედნიერები ვიქნებოდით, რომ ჩვენი სახლი სავსე იქნებოდა ბავშვების სიცილით, ჩახუტებით, სიყვარულით და იმ სითბოთი, რომელსაც მხოლოდ ოჯახი გაძლევს.
ასევე, მთელი გულით მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, ვინც მოგვწერა, დაგვლოცა და ჩვენი ოჯახის სიხარული გაიზიარა.
ღმერთმა დაგლოცოთ თითოეული თქვენგანი, თქვენც ისეთივე უსაზღვრო ბედნიერებით, სიყვარულითა და სიმშვიდით, როგორსაც დღეს ჩვენი ოჯახი გრძნობს“, - წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გაიცანით, ქუთაისელი ახალგაზრდები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულები აიღეს