Digest Logo

„ვგმობ სხვის ლანძღვას და სოციალურ გვერდზე შევარდნას, ჩვენ ყველა ღმერთის წინაშე ვაგებთ პასუხს“ - თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

1729345125
მსახიობი თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.

ბოლო დროს იგი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, რადგან მან 8-წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მამა და დედმამიშვილები იპოვა.

16 ოქტომბერს მან სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ცნობილი გახდა, რომ იგი ბიოლოგიურ დედასთან შესახვედრად გაემგზავრა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ დედას მასთან ურთიერთობა არ სურს. აღნიშნულის შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებლები ქალის მიმართ ცუდი კომენტარებით შემოიფარგლნენ, რასაც თავად თამუნა გამოეხმაურა:

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ამბავი. მე მესმის, რომ
ყველას გინდათ, რაღაცით მხარდაჭერა გამოხატოთ. იქნება ეს კომენტარის, თუ სტატუსის დაწერა, მაგრამ მე თავიდანვე ვითხოვე, რომ უარყოფითი კომენტარებისგან თავი შეგეკავებინათ.

სასტიკად ვგმობ სხვის ლანძღვას და სოციალურ გვერდზე შევარდნას. ჩვენ ყველა ღმერთის წინაშე ვაგებთ პასუხს. დამატება საჭირო აღარ არის. აქვე დავამატებ, ნუ მოიხსენიებთ ცუდ კონტექსტში ჯიხაშკარს. ბოლოს და ბოლოს მეც იქიდან აღმოვჩნდი.

ფაქტი მივიღოთ ფაქტად, ცხოვრება გრძელდება“, - წერს თამუნა მუსერიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ბავშვივით ლაღი და ბედნიერი ვარ, უდიდესი მადლობა სათითაოდ ყველას“ - თიკა ფაცაცია

„ყველაფერი ისე არის, როგორც უნდა იყოს“ - თამუნა მუსერიძე მეუღლესთან ერთად ვენაში მოგზაურობს

„მერვე კლასელო“ - ნინო ნადირაძის ახალმა ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა