სოფელ შქმერში გზა ჩავარდა და „ქართული ხმების“ სოლისტი, ზურაბ ბაკურაძე, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა, ხევში გადაიჩეხა.
ამბობენ, ზურა ბაკურაძეს ყველაფერზე მეტად რაჭა უყვარდა-ო - რაჭასაც უყვარდა „ზურიკუნა“.
სიცოცხლის უკანასკნელი ღამეც რაჭაში გაათენა და მისი ხმაც უკანასკნელად რაჭის მთებში გაისმა.
ამ ტრაგედიამ სრულიად საქართველო მოიცვა.
სოციალურ ქსელში, ლევან ვეშაპიძე აზიარებს სიმღერას, რომელიც ზურიკუნას ხსოვნას ეძღვნება. სიმღერას „ვიარე“ ჰქვია.