მსახიობი გივი სიხარულიძე სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას აკეთებს და წერს, რომ უცნობმა ადამიანმა მისი სახელით უმსგავსო ინფორმაცია გაავრცელა.
„ჩემო მეგობრებო, ვიღაცა ნაძირალამ ჩემი სახელით დადო პოსტი, სადაც ყველაზე უმსგავსო ინფორმაცია გაავრცელა ჩემზე. მე მინდა მთელი მსოფლიოს გასაგებად ვთქვა, რომ ჩემთვის ქართველი კაცის ოჯახი წმინდა სანთელია, რაც შეეხება ჩემი მეგობრების მეუღლეებს, ისინი ჩემი დები არიან, რომელთა გულისთვისაც თავსაც გავწირავ, ეს მშვენივრად იციან ჩემმა მტრებმა და ამიტომ ყველანაირად ცდილობენ ჩემი სახელის შებღალვას. პატივისცემით თქვენი გივი სიხარულიძე“, - წერს გივი სიხარულიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ახალქალაქი - ახალციხის გზაზე ტრაილერი მდინარეში ჩავარდა - არის მსხვერპლი