ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც იტალიაში მრავალი წელი ცხოვრობდა ახლა ამერიკაში ცხოვრობს, სადაც მან თავისი ცხოვრების სიყვარულიც იპოვა.
მან ახლახან სოციალურ ქსელში თბილი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს როგორ ხვდება სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს.
„ვიღაცას ეგონება მთელი წლის უნახავი მყავს ქმარი. არადა დილით გავიდა და საღამოს შემოვიდა სახლში, საქმეების დამთავრების შემდეგ.
დილით კოცნით ვუშვებ, საღამოსაც კოცნით და ჩახუტებით ვეგებები. თვითონაც იმდენს მკოცნის, ხან ვსაყვედურობ, საკმარისია ლოყები და ტუჩები გამიცვდა -მეთქი.
მინდა ყველას გეპოვოთ თქვენი სიყვარული, ადამიანი ვისთანაც თავს ბედნიერად იგრძნობთ. სიყვარული არსებობს და დაუმარცხებელია. სადაც მივდივართ ყველას ჰგონია რომ ახალი დაქორწინებულები ვართ, არადა უკვე 6 წელია ერთად ვართ. უცებ გარბის დრო. ჩემი ალე-ბალე და მე გიგზავნით სითბოს და სიყვარულს“, - წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში
მარკ ცუკერბერგს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა - როგორია მილიარდერის მდგომარეობა?
🎥 „აბაზანა და მარილი“ - ექსტრასენსი მარიამ ციმინტია გასწავლით, როგორ მოიხსნათ ნეგატივი მარტივად