ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ქრისტე გიყვართ? ქრისტესთვის ხართ? - გიყვარდეთ წმინდა წერილი:
„პური ჩვენი არსობისა, მოგვეც ჩვენ დღეს“ - ეს მარტო ზიარება არ არის, ვიღაცას ჰგონია, რომ თუ ყოველდღე მოვა და კბილებით შეჭამს ქრისტეს ხორცსა და სისხლს - ეს არის პური არსობისა.
- არა. იუდამაც შეჭამა, მაგრამ ვერ ეზიარა პური არსობისას. პური არსობისა არის იესო ქრისტე, რომელიც მარტო ზიარებამდე არ დაიყვანება. იგი შემოდის ჩვენში სხვადასხვანაირად და კომპლექსურად უნდა შევხედოთ ამ საქმეს,
აი, მაგალითად, როცა ადამიანს არ უყვარს სახარება...
იოანე ოქროპირი ამბობს - სახარება რომც ვერ გადაშალო და დაინახოო, უკვე მადლის განცდა უნდა გქონდეს,
რომ გაიხსენებ, რომ სახარება გაქვს სახლში - უკვე ეს უნდა ბადებდეს ზიარების მსგავს განცდას შენს გულში,
როდესაც გაიხსენებ, რომ შენ შეგიძლია განმარტოვდე და იესოს სახელი ახსენო,
ახსენო,
ახსენო,
ახსენო,
ახსენო….
ხანგრძლივი დროის განმავლობაში...
ეს უკვე მადლის განცდას უნდა ბადებდეს შენში, იმიტომ, რომ წმინდა წერილი თუ არ არის, გონებისმიერი ლოცვა თუ არ არის და მარტო თუ დაიტოვე ევქარისტია, და ისიც ათასში ერთხელ, დამერწმუნე, რომ საერთოდ არანაირ კავშირში არ ხარ ქრისტესთან, ის რწმენა, რომელიც შენ გაქვს - არის მკვდარი, დადებული შენს გულში,
როგორც ის განუმრავლებელი ერთი ტალანტი, კი ბატონო - გაქვს ეს ტალანტი, განუმრავლებელი, ზოგს ერთი აქვს განუმრავლებელი, ზოგს შეიძლება ხუთი ჰქონდეს განუმრავლებელი, გაქვს ეს ტალანტი, ან ტალანტები - მაგრამ ის არ მრავლდება და უკეთეს შემთხვევაში, წარუდგენ უფალს, რომ გარდაიცვლები: „აი - მოვიტანე, რაც მომეცი ის არის“. და იცით პასუხი ამაზე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: