Digest Logo

„ვინ ვინ და თამარ გვერდწითელი... ვის შესრულებულ და ნამღერ „საქართველოზეც“ თვით დიდი თემურ წიკლაურიც კი, ცრემლად იღვრებოდა“... - ბესო ჩუბინიძე

1646723376
ბესო ჩუბინიძე და თამარ გვერდწითელი

პარტია „ქართული ფესვების“ ლიდერი ბესო ჩუბინიძე მომღერალ თამარ გვერდწითელის მხარდასაჭერ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს რომ, ვიდრე, ვინმე თამარ გვერდწითელს გააკრიტიკებს, უმჯობესია მის პოზიციას გაეცნოს.

„ვიინ ვინ და თამარ გვერდწითელი.... ვის შესრულებულ და ნამღერ „საქართველოზეც“ თვით დიდი თემურ წიკლაურიც კი, ცრემლად იღვრებოდა (და ვინ იცის მოსმენილიც კი არ გაქვთ) ხომ არ გამიკეთებია 2-3 დღის წინ გავრცელებულ „ ფეიკ-news“-ზე არანაირი კომენტარი მის მტრად მონათვლასთან დაკავშირებით (რადგან შემეპასუხებოდით და აუცილებლად არ დაგინდობდით), ჰოდა - ახლა ჯ ე რ თავად თამარ გვერდწითელის კომენტარი წაიკითხეთ ქვემოთ... და ვისაც კიდევ, მაგის შემდეგ, ეს ადამიანი (!) საქართველოს მოღალატე გგონიათ და ზოგიერთები გმირი - გმირი, მაშინ ruski karabl idi naxui-ით, რა!!!

თამარ გვერდწითელის წერილი:

- „შექმნილი ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე, მკაცრად გადავწყვიტე, რომ შემოქმედებითი პაუზა ავიღო. ახლა სიმღერის დრო ნამდვილად არ არის“

„ახლა კლინიკაში ვიმყოფები. ჯანმრთელობის პრობლემები სტრესის ფონზე გამიჩნდა. ძალიან შეწუხებული ვარ, ერთ სტრესს ცილისწამებისგან გამოწვეული სტრესიც დაემატა. თანაც, შემოქმედი ადამიანისთვის ძალიან რთულია გულგრილად უყურო იმას, რაც ხდება და ამის გარდა, ბრალდებებს - თითქოს კრემლში ვიმღერე.

სინამდვილეში, გუშინ არანაირი კონცერტი არ გამართულა. ახლა, დღეს არის მოსკოვში კონცერტი, რომელშიც მე არ ვმღერი, კლინიკაში ვიმყოფები.

ხდება ძველი საკონცერტო ჩანაწერების ტირაჟირება, რომლებიც რუსულ არხებზე ტრიალებს. ძველ გამოსვლებს აჩვენებენ, რომლებიც ამათ შედევრებთან დაკავშირებულია და ამ მომღერლებს შორის მეც აღმოვჩნდი. ვიმეორებ - ეს ძველი ჩანაწერია ლეჟენკოსთან ერთად. არც გუშინ მიმღერია, არც დღეს ვარ და არც ხვალ ვაპირებ.
მე შემოქმედებითი პაუზა ავიღე - ექვსი თვე აღარ ვიმღერებ არსად. ახლა ისეთი ფაზაა, რომ სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ, ახლა მუსიკა და სიმღერა საჭირო არ არის.

პირველივე დღეებში ვფიქრობდით მე და დედა, რომ რუსეთი დაგვეტოვებინა, მაგრამ რადგან ცუდად ვარ, ყურადღება ამ საკითხისკენ გადავიტანე.

ამ კვირებში გაირკვევა ყველაფერი - თუ წამოვალ, ჩემს სამშობლოში წამოვალ. მიუხედავად ამხელა ცილისწამებისა, მე ქართველი ვარ. თუ ასეთი სტრესი იქნება და ეს საშინელება გაგრძელდება, რომელ სიმღერაზეა საუბარი.

დედა ოდესელია. პოლიტიკას სულ რომ არ შევეხოთ, წარმოიდგინეთ ის გლოვა და ტირილი, რაც ჩვენს ოჯახში ხდება. მე პოლიტიკაში არასოდეს ჩავრთულვარ, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის, რაც ხდება, იმდენად სტრესულია, რომ ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შემექმნა. ამიტომაც, მივიღე შემოქმედებითი პაუზის აღების გადაწყვეტილება, ვერსად ვიმღერებ“, - წერს ბესო ჩუბინიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე, ისტორია და ტრადიციები

🔵„სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის“ - ცაგარელის დღის რჩევა