პარტია „ქართული ფესვების“ ლიდერი ბესო ჩუბინიძე, სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი ქართველი ბიჭების ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ სწორედ მათი საქმიანობაა სამაგალითო.
„ეს ბიჭები ქართველი ემიგრანტები არიან - კახა, გიგა, თემო...
უკრაინის დედაქალაქში ცხოვრობენ და თავის გასაკეთებელ საქმეს აკეთებენ ომის დროს!
მაშინ როცა აქ ვიღაცები ბღენძით სკდებიან, გულზე მჯიღს იკრავენ და სამშობლოს სიყვარულს, ხავილის დიაპაზონში გამოხატავენ...
მაშინ, როცა აქ, ლაჩრებს გმირებად მოიხსენიებენ...
მაშინ როცა აქ, პოპულისტებს - ერის იმედს, ჭეშმარიტ მამულიშვილებს და ქვეყნის გადამრჩენლებს უწოდებენ...
გიორგი, კახა და თემო, რომლებიც სხვათა შორის ერთმანეთის ნათელ-მირონები არიან, სხვა თანამოაზრე ქართველებთან ერთად, უკრაინელ ხალხს გვერდში უდგანან და იცით რით? იმით რაც ყველაზე კარგად იციან...
პურს აცხობენ! ჰოო, პურს...
და უკრაინელებს, ვისაც ამის საჭიროება აქვს, უფასოდ ურიგებენ! თავშესაფრებში მიაქვთ, თავიანთ პატარა მაღაზიაშივე ჩუქნიან. მათაც ვინ დროჟით ეხმარება, ვინ ფქვილით...
და სხვათა შორის დღეს, პურის უფასოდ დარიგების დროს, მტერმა რადიო-ანძა დაბომბა და ხუთი ადამიანი გარდაიცვალა... ესენი, შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს!
ჰოდაა! ქართველნო... იცნობდეთ ნამდვილ (!) გმირებს და არა ფეიკ-герои-ებს
#დიდებასაქართველოს“, - წერს ბესო ჩუბინიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: