Digest Logo

🎥 „ვიხილეთ წარმოუდგენელი ღვთის გმობა...ეს ისეთი შემთხვევაა სიტყვები ვერ ვიპოვე...“ - მამა საბა ჭიკაიძე დათა თავაძის სპექტაკლზე

1746893454
საბა ჭიკაიძე

მამა საბა ჭიკაიძეს, რომელიც თბილისში, ვაკეში მდებარე ორ ეკლესიაში დეკანოზად მსახურობს – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის და მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიებში, მთელი ქვეყანა იცნობს. მამა საბა სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით რაიმე სახის კითხვა აქვს.

11 წელია სასულიერო პირია. ჰყავს ცოლი, 5 შვილი და 2 შვილიშვილი.

ამჯერად სასულიერო პირი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც დათა თავაძის სპექტაკლის შესახებ საუბრობს:

„ყველას მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი თეატრის დასმა, რომლებიც თავს სამეფო თეატრის დასს უწოდებენ, რეჟისორმა დათა თავაძემ დადგა სპექტაკლი, რომელსაც თავისუფლება უწოდა გაუკუღმართებულად ესმით მათ თავისუფლება. ამ სპექტაკლში ჩვენ ვიხილეთ წარმოუდგენელი ღვთის გმობა. წარმოუდგენელია მსახიობის მონაწილეობაც ამ სპექტაკლში, მათ ჰო ისწავლეს და დაიზეპირეს ეს ტექსტი. კიდევ ურო მარაზმია, რომ ამ ხალხს მაყურებელიც ჰყავს და დამცველები გამოუჩდნენ. ანშლაგებით გადის ეს სპექტაკლი სექტემბრიდან მოყოლებული და ბილეთების შოვნა რთულია, როგორც მითხრეს. ამბობენ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლია რაც ოდესმე უნახავთ. ტრაგედიაა, ნამდვილად ტრაგედიაა.

მეც ისეთი ადამიანი ვარ რომ ჩემი ცოდვილობიდან გამომდინარე ვცდილობ ყველა ადამიანს გამართლება მოვუძებნო, მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა სიტყვები ვერ ვიპოვე“, - ამბობს მამა საბა ჭიკაიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვფიქრობ საიდან ამაგდეს...ირაკლის უარი ვუთხარი თავიდან...“ - იმერ და ირაკლი კავსაძეები პროექტ „მიმღერეზე“

 „დაასრულეთ წარსულში დარჩენილი საქმეები და იფიქრეთ განახლებაზე...“ - გიორგი ლობჯანიძე 12 მაისის სავსემთვარეობაზე

⭕„საოცარი კადრებია...“ - რუსა ჩაჩუა ახალ ფოტოებს აქვეყნებს