სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე იგივე დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში წერს, რომ დამლაგებლად მუშაობის დაწყება სურს. მისი თხოვნაა, რომ საზოგადოებამ აღნიშნული გადაწყვეტილების გამო არ დასცინოს.
„მეგობრებო, ეს პოსტი არ არის ხუმრობა და გთხოვთ, სერიოზულად მიიღეთ. ვაპირებ დამლაგებლად ვიმუშაო.
ვისაც გექნებათ სურვილი, კვირაში 2-ჯერ ან 1-ჯერ შემიძლია თქვენთან სახლში მოვიდე და დავაწკრიალო ყველაფერი.
ძალიან მოწესრიგებული ტიპი ვარ, პედანტურად წესრიგიანი. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი, რომ დამასაქმოთ თქვენთან სახლში, სიამოვნებით გავაკეთებ ამ საქმეს.
სასურველია ცხოვრობდეთ ვაკის ტერიტორიაზე ან ვაკესთან ახლოს. ვიმუშავებ ერთ სამუშაო დღეში 100 ლარად და შევითავსებ საქმეს იქამდე, სანამ ბოლომდე არ დავალაგებ.
მადლობა და გთხოვთ, არ დამცინოთ, ან არ მიიღოთ ეს პოსტი ხუმრობად. მსურველებმა მომწერეთ პირადში.
გთხოვთ გადამიზიარეთ პოსტი, რომ დროულად მოვძებნო დამქირავებელი“, - წერს დომენიკ მანგო.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵თიკა ფაცაციამ იმიჯი შეიცვალა - ნახეთ, ტელეწამყვანის ახალი ფოტოები