Digest Logo

„ვინ გახდაო მამიდაო?“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი მამარდაშვილის და

1732351192
ნინიკო მამარდაშვილი

კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია. ცოტა ხნის წინ გიორგიმ მოდელ, უმშვენიერეს ელენე ეპიტაშვილზე იქორწინა.

გიორგისა და ელენეს პირველი შვილი შეეძინათ. ქალიშვილს კი ენი დაარქვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გიორგი მამარდაშვილმა, უფრო ადრე კი Geo Team-მა გაავრცელა.

გიორგი მამარდაშვილმა შვილთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო საზოგადოებას უკვე გაუზიარა.

ბავშვის დაბადების შემდეგ გიორგის დამ ნინიკო მამარდაშვილმა ფოტოები გამოაქვეყნა.