მრავალწლიანი მდუმარებისა და განდეგილობის შემდეგ, ნარიმან მაქარაშვილი ნაქირავებ ბინაში, 19 აპრილს გარდაცვლილი იპოვეს.
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილი ბერის შესახებ წერს. მისი თქმით, იგი უწყინარი და კეთილი ადამიანი იყო.
„შემეცოდა ძალიან... ვინ იცის რა ცუდად იყო და როგორ უჭირდა. ალბათ ესმოდა კიდეც, გარეთ როგორ ლანძღავდნენ ექიმს და მასთან არ შეუშვეს.
უწყინარი, კეთილი ადამიანი იყო.
ნეტა დასჯადი არ არის ავად მყოფ ადამიანთან ექიმს რომ გზაზე გადაუდგები და არ შეუშვებ?“, - წერს მაკა რაზმაძე.
ამ დროისთვის ოფიციალური უწყებები აღნიშნულ ფაქტზე და სამედიცინო პერსონალისთვის ხელის შეშლის შესაძლო შემთხვევებზე განმარტებას არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ნარიმან მაქარაშვილი ფონიჭალის დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დღევანდელ მოქმედებებს შეიძლება გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს“ - 20 აპრილის ასტროპროგნოზი