თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა.
ქალი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.
როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ გარდაცვლილის მეგობრები უყვებიან, ურჩუხიშვილი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.
მოგვიანებით იგი გაწერეს, თუმცა მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, კლინიკაში ხელახლა დააბრუნეს.
მათივე ინფორმაციით, ექიმებმა საბოლოოდ დაადგინეს, რომ პაციენტს ნაწლავზე რთული პრობლემა ჰქონდა. ამ დროისთვის ნაყოფი უკვე დაღუპული იყო. ქალს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა სეფსისი განუვითარდა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამოღებულია სამედიცინო დოკუმენტაცია და კომპიუტერული მასალა.
საქმეს სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც.
თამარ ურჩუხიშვილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მას მშობლიურ სოფელ ნასამხრალში დაკრძალავენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კალმით ნახატი, გოგო საოცრება...“ - როგორ აფასებენ ლიზა ჩიჩუას ახალ ფოტოებს