Digest Logo

„ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ და დროებით უიმედოდ ხარ, გულით მინდა გითხრა...“ - რას წერს გივიკო დიდია

1705503811
გივიკო დიდია

ყველასათვის ნაცნობი ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში სამოტივაციო პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევას აძლევს.

„ბავშობიდან მჯეროდა, რომ თუ ფანჯრის რაფასთან დავჯდებოდი და უფალს მთელი გულით ვთხოვდი, სურვილი ამისრულდებოდა.

ყოფითი სურვილები არ მქონია, ჩემი სურვილები იგივე ოცნებები იყო. ოჯახმა და გამოცდილებამ მასწავლა, რომ ოცნებების ასასრულებლად ბევრი უნდა ისწავლო და იშრომო.

მართალია უნივერსიტეტი ოჯახური პრობლემების გამო ვერ დავამთავრე, მაგრამ არც გაუნათლებელი დავრჩი და არც წარუმატებელი.

ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ და დროებით უიმედოდ ხარ, გულით მინდა გითხრა, არასოდეს დანებდე. იყავი უბრალო და გულით ღირებული.

არ აჰყვე ცუდ ხმას, იბრძოლე საკუთარი მიზნებისთვის და გწამდეს უფალი არასოდეს მიგატოვებს.

და ბოლოს, მთავარი საიდუმლო წარმატებისა: იყავი გულახდილი, საქმეში სანდო, პასუხისმგებელი შენს გადაწყვეტილებებზე.

არასოდეს მოატყუო და თუ რამეს დაჰპირდი შეასრულე სიტყვა.

თუ შეცდომა დაუშვი, არ ტეხავს, აღიარე ეს და გახსოვდეს: პატიოსნების, საიმედოობისა და პასუხისმგებლობის გარეშე ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი რჩევა არ დაგეხმარება სურვილის ასრულებასა და მიზნების მიღწევაში“, - წერს გივიკო დიდია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი ცხოვრებას 5 წელიწადში

„კვალი სკოლიდან ქრება, მას ოჯახი ამ დრომდე ეძებს“ - ბათუმში 13 წლის მოზარდი დაიკარგა

🎥 გაიცანით, კახეთში მყოფი საბრძოლო იარაღების ერთადერთი ოსტატი და კულტურული მემკვიდრეობის დამცველი