„კოვიდის რეინფიცირებამ შეიძლება გაზარდოს სიკვდილიანობის და ორგანოთა უკმარისობის შანსები“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს და „ფორბსის“ სტატიას ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს.
ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს და აღნიშნული სტატიის წაკითხვას მხოლოდ იმ ადამიანებს ურჩევს, რომლებიც არ მიიჩნევენ რომ პანდემია დასრულდა.
„ვინც „დაამთავრა“ კოვიდი, ეს პოსტი არ წაიკითხოთ. თქვენთვის კოვიდი ხომ დამთავრდა. ეს პოსტი საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის არის.
კოვიდის რეინფიცირება შეიძლება გაზარდოს სიკვდილიანობის და ორგანოთა უკმარისობის შანსები. რისკი იზრდება ყოველ დაინფიცირების ჯერზე.
კიდევ ერთხელ, რაც უფრო მაღალია ასაკი, მით უფრო მაღალია რისკი“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: