Digest Logo

„ვინც საქართველოს მიეკარება, იგი განწირულია, საკუთარ თავს წააგებს!“ - ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

1782387650
ლელა კაკულია

ლელა კაკულია ყველა დროის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი წინასწარმეტყველია, რომლის პროგნოზები რეალობად არაერთხელ ქცეულა.

სოციალურ ქსელში არსებობს ლელა კაკულიას ოფიციალური გვერდი, სადაც პერიოდულად ქვეყნდება მისი წინასწარმეტყველებები.

ამჯერად კი ვრცელდება წინასწარმეტყველის ძველი ჩანაწერები, სადაც იგი საქართველოზე საუბრობდა:

🔴 რამდენი ხელშეკრულებაც უნდა გააფორმოს რუსეთმა ვითომ დამოუკიდებელ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ“ (რაზეც ახლა ახმაურდა ქართული საზოგადოება), იცოდეთ, რომ ყველაფერი ფუჭია და ამაო! ვერც ოკუპანტი და ვერც სეპარატისტები ვერ ეღირსებიან ამ მიწების მითვისებას.

ასეთია წინასწარმეტყველური ვერდიქტი და მისი აღსრულება გარდაუვალია! აქ აფხაზეთ-სამაჩაბლოზე ქალბატონი ლელა კაკულიას უამრავი წინასწარმეტყველებიდან მხოლოდ ორიოდეს შეგახსენებთ:

📌1992 წელი, 6 ოქტომბერი აფხაზეთის შეერთება რუსეთს ძალიან უნდა. ეს ღია, უტვინო თამაშია, რომელიც არასდროს ასრულდება!

📌2008 წელი, 28 აგვისტო რუსეთის მიერ დადგმული ცირკი მალე დამთავრდება ისევ რუსეთის დამარცხებით. რუსეთი მაინც სცნობს საქართველოს თავის წინანდელ საზღვრებში ꟷ აფხაზთთან და, ეგრეთ წოდებულ, სამხრეთ ოსეთთან ერთად, ოსებსა და აფსუებს კი ხელში შერჩებათ უკანონო, ფარატინა, ცრუ ქაღალდი მათი ვითომ დამოუკიდებლობისა.

📌2008 წელი, 5 დეკემბერი რუსეთი ცდილობს დააკანონოს ორი არარსებული რესპუბლიკა და კავკასიაში შექმნას სამხედრო-ბუფერული ზონები. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ꟷ ეს ტერიტორიები რუსეთისააო, განაცხადებენ და მერე, ვინ არიან აფსუები, ან „სამხრეთ ოსეთი“ სად არისო, დაამატებენ. მაგრამ წინასწარმეტყველებას ვერავინ გაექცევა.

📌2008 წელი, 10 ივლისი აფხაზეთი საქართველოა! ისევ ვხედავ ასჯერ დანახულს: მდინარე ფსოუზე, სოჭის საზღვარზე, საქართველოს მთლიანობის დროშა ფრიალებს! ამ წუთში ვხედავ, რომ უფალი საკუთარი ხელით აღმართავს დროშას და მიწიერად ამას გააკეთებენ ქართველი მეომრები. ამინ!

„ვინც საქართველოს მიეკარება, იგი განწირულია, საკუთარ თავს წააგებს!“ _ ესე არს სიტყვა უფლისა. დიახ, მოდის დრო, როცა მოთარეშე შინაურმა თუ გარეულმა მტერმა უნდა დატოვოს საქართველო. ვხედავ, მომავალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაცულია. ყველაფერს იბრუნებს საქართველო, პირველ რიგში ꟷ სახელმწიფოებრივ სიძლიერეს. ამინ!“, - წერს ლელა კაკულიას ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არავინ იცის, რომ პატარა ასაკიდან მიყვარს...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

⭕ გარდაიცვალა ქართველი ენათმეცნიერი და ფილოლოგი რუსუდან ზექალაშვილი - „ძნელია ამაზე წარსულში წერა!“

⭕„უმჯობესია არ აჩქარდეთ“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი