სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელიც საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული და რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობს ორი მოზარდი ბიჭი „დინამო არენაზე“ შესვლას.
აღნიშნულ ვიდეოს საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა, მათ შორის საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა სოციალურ ქსელში ბავშვების მშობლებს მიმართა, რომ კავშირზე გამოსულიყვნენ.
მოგვიანებით ოქიტაშვილმა კიდევ ერთი სტატუსი დაწერა, რომ იგი ერთ-ერთი მოზარდის მშობელს დაუკავშირდა.
„შემეხმიანეთ ამ ბავშვების მშობლებმა და ერთად წავიდეთ 26 - ში თამაშზე "
P:S ურაა ვიპოვე ველაპარაკე ერთ-ერთის მშობელს და დავგეგმეთ, როგორ ვიზეიმოთ 26ში მორიგი გამარჯვება“, - წერს დავით ოქიტაშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ
🎥 ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრობდა