მუსიკოსი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში საკუთარ შემოქმედებაზე საუბრობს და ამბობს, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც მისი დაჩრდილვა სურთ.
„ჩემს დაპაუზებულ მუზიცირებაზე დავფიქრდი და თუნდაც მხოლოდ იმიტომ უნდა გამოვჩნდე აქტიურად, რომ კარგად და ხაზგასმით დაინახოს ყველამ, ვის აწყობს ჩემი ჩრდილში ყოფნა და ჩემი იდეების საკუთარ უნიჭო თავზე მორგება.
ამიტომ აღარ ვპოსტავ აღარც ტრეკს და აღარც ტრაკს. იდეებს აღარ ვაბაზრებ.
ჩემგან ინსპირაციას რომ იღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევიფერებდი და იქნებოდა კარგი, უნიჭო ქოფიქეთები რომ არ ყოფილიყავით.
„ჯერ” მხოლოდ აბანძებთ და ეს არანაირად არ მახარებს“, - წერს მაია დარსმელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რისი ოპერაცია გაიკეთა ნანუკა ჟორჟოლიანმა სინამდვილეში და როგორ ებრძვის ჟურნალისტი სახეზე გამონაყარს