Digest Logo

ვის სჭირდება პაპილომა ვირუსის ვაქცინა? - ზაზა თელიას განმარტება

1693372559
ზაზა თელია

„HPV ვაქცინა არის პროფილაქტიკური ვაქცინა. ის ყველაზე ეფექტურად მუშაობს მაშინ, როდესაც კეთდება ვირუსთან შემხებლობამდე. ამიტომაც რეკომენდებულია მისი გაკეთება ბიჭებისა და გოგოებისათვის 11-12 წელზე, თუმცა შესაძლებელია გაკეთდეს 9 წელზეც“, - ამის შესახებ ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს.

„პაპილომა ვირუსის (HPV) ვაქცინა  ვის სჭირდება? და ვის არ სჭირდება?

HPV ვაქცინას შეუძლია დაიცვას ადამიანი 9 ვირუსის ტიპისგან:
ტიპი 6 და 11 - იწვევს 90% ყველა ანოგენიტალური მეჭეჭებისა;
მაღალი რისკის ტიპები - 16 და 18 იწვევს 64% HPV-თან დაკავშირებული სიმსივნეებისა;
მაღალი რისკის ტიპები - 31, 33, 45, 52, და 58 იწვევს დამატებით 10% HPV-თან დაკავშირებული სიმსივნეებისა.

HPV ვაქცინა არის პროფილაქტიკური ვაქცინა. ის ყველაზე ეფექტურად მუშაობს მაშინ, როდესაც კეთდება ვირუსთან შემხებლობამდე. ამიტომაც რეკომენდირებულია მისი გაკეთება ბიჭებისა და გოგოებისათვის 11-12 წელზე, თუმცა შესაძლებელია გაკეთდეს 9 წელზეც.

დოზირების რაოდენობა დამოკიდებულია ასაკზე როცა დაიწყო ვაქცინაცია:
 პირველი დოზა თუ კეთდება < 15 წელზე - 2 დოზა (0 და 6-დან 12 თვემდე)
პირველი დოზა თუ კეთდება ≥ 15 წელზე - 3 დოზა (0, 1-დან 2 თვემდე, და 6 თვეზე)
 დამატებითი (Catch-up) ვაქცინაცია რეკომენდირებულია ყველასათვის 26 წელზე.

2018 წლის ოქტომბერში აშშ-ის FDA-იმ (US Food and Drug Administration) განსაზღვრა HPV ვაქცინაციის ზედა ზღვარი - 26-დან 45 წლამდე. მაგრამ საქმე იმაშია რომ ამ ასაკის ყველა ადამიანს არ სჭირდება ვაქცინაცია.
  სჭირდება მათ ვინც იმყოფებიან მაღალი რისკის ქვეშ ახალი HPV ინფექციის განვითარებისა.
ACIP's რეკომენდაციით ეს უნდა იყოს "პაციენტთან გაზიარებული საერთო გადაწყვეტილება" ("shared clinical decision-making") და გათვალისწინებულ უნდა იყოს შემდეგი:

HPV ვაქცინა არ ნიშნავს პაპილომა ვირუსთან დაკავშირებული დაავადების მკურნალობას. ის არ გვეხმარება რომ ადამიანი განთავისუფლდეს HPV ინფექციისგან; ის მხოლოდ ახდენს მისი განვითარების, ინფიცირების პრევენციას (ამიტომაც არის ეფექტური მაშინ როდესაც ადამიანი აიცრება სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე).
 სამწუხაროდ არ არსებობს კლინიკური ანტისხეულის ტესტი და ანტისხეულის ტიტრის შესწავლის ტესტი იმისათვის რომ დავადგინოთ იმუნიტეტი.

ბევრი მოზრდილი ადამიანი 27-45 წლამდე, ადრეულ ასაკში უკვე შემხებლობაში იმყოფებოდა HPV-თან.

ისინი ვინც იმყოფებიან ხანგრძლივ ურთიერთობაში ერთ პარტნიორთან, არ არიან რისკის ქვეშ შეხვდეთ ახალი HPV ინფექცია და შესაბამისად ვაქცინაცია ამ ადამიანებისათვის იქნება ეფექტური.
ხოლო, ისინი ვისაც ჰყავდათ რამოდენიმე სქესობრივი პარტნიორი, მაღალია იმის ალბათობა, რომ მათ უკვე ჰქონდათ შემხებლობა ვაქცინის სეროტიპებთან და შესაბამისად ამ ადამიანებში ვაქცინაცია ნაკლებად ეფექტურია (ანუ უკვე ინფიცირებულის აცრას აზრი ეკარგება)
თუმცა ადამიანები რომლებსაც ჰყავდათ ცოტა სქესობრივი პარტნიორი წარსულში და ეხლა არიან მაღალი რისკის ქვეშ იმის გამო, რომ ჰყავთ ახალი პარტნიორი, მათთვის ვაქცინაცია გამართლებულია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს გაზიარებული საერთო გადაწყვეტილების მიღება“, - წერს ზაზა თელია.