ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ვისაც ერთხელ მაინც მოუნდომებია გულით ელოცა, რომ მის სიტყვასა და ღმერთს შორის არაფერი არ ჩამდგარიყო, მან ძალიან კარგად იცის, რა დღეში ვვარდებით.
ჩვენი გონება მოღალატე მეუღლესავითაა, რომელიც არ ერთგულობს თავის მეუღლეს და სულ სადღაც იმზირება და გარბის, ვერაფრით ვერ დაიჭერ ამ თავხედ გონებას...
როცა ჩვენ ვიბრძვით ყოველი სიტყვის მოსაპოვებლად, რომ ჩემსა და ღმერთს შორის არაფერი არ ჩადგეს - ეს უკვე ისიქასტური პრაქტიკის ელემენტებია, რომ არ დავუშვათ უცხო აზრი, რომელიც გაიტაცებს ჩვენს გონებას, რომელსაც ჩემი გონება გაჰყვება და ქრისტეს უღალატებს…
აი, ეს ბრძოლა, უკვე ისიქასტური პრაქტიკაა და ამ ბრძოლას ჩვენ ყოველთვის ვეწევით, თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პირველი წინა საახალწლო განწყობა იოჰანთან ერთად“ - სოფია კვინიკაძის ოჯახური ფოტოები
🎥 „მიხარია რომ გაჩნდი ამ ქვეყანაზე, გილოცავ...“ - ევა ბარბაქაძე 24 წლის გახდა