
UFC-ის ქართველი ჩემპიონის დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია სოციალურ ქსელში შვილს, ილია თოფურიას მიმართავს.
როგორც კომენტარში ვკითხულობთ, დედა შვილს მშვიდობას, ბედნიერებას და მადლიერებით სავსე გულის ქონას უსურვებს:
„ვისაც თავისი სამშობლო არ უყვარს, დაივიწყებს საკუთარ ფესვებს, ვერასოდეს დააფასებს სხვის სიკეთეს.
უფალმა დაგლოცოს შვილო, ულევი წარმატება და ბევრი ადამიანის გახარება შეგძლებოდეს, დე.
გქონდეს მშვიდობა, ბედნიერება და მადლიერებით სავსე გული“, - წერს ინგა ბენდელიანი-თოფურია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ ამახინჯებს ტერფს მაღალი ქუსლი - შოკის მომგვრელი 3D კვლევა
⭕„გიშველის მარტო ერთადერთი რამ: იფიქრე სხვებზე კარგად!“ - ნუცა შანშიაშვილის ახალი ფოტოები სოცქსელიდან