Digest Logo

„ვისაც უნდოდა, ან სჭირდებოდა ფრენა თბილისიდან მოსკოვამდე მაინც დაფრინავდა“ - ია ფარულავა

1684308564
ია ფარულავა ია ფარულავა

ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოსთვის დაწესებული სავიზო რეჟიმისა და პირდაპირ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რომელი ავიაკომპანიები გამოთქვამენ სურვილს და მზაობას, შეასრულონ პირდაპირი რეისები რუსეთიდან საქართველოში და პირიქით.

„როსავიაციის“ მიერ გავრცელებული დოკუმენტით ცნობილი გახდა იმ რუსული ავიაკომპანიების სია, ვინც საქართველოში პირდაპირი ფრენების სურვილი უკვე გამოთქვა.

„რედ ვინგზი“, „აზიმუტი”, „აეროფლოტი“, „სევერნი ვეტერ“, „ურალსკიე ავიალინიი“, „იუ-ვე-ტე აერო“, „სმარტავია“ და „პობედა“ სამი ქალაქიდან, მოსკოვიდან, სამარიდან და ყაზანიდან აპირებენ თბილისის მიმართულებით ფრენას.

იმ შემთხვევაში, თუკი ყველა კომპანია მიიღებს ფრენებზე ნებართვას, მოსკოვი-თბილისის მიმართულებით კვირაში 21 რეისი შესრულდება.

აღნიშნულ ფაქტს მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„ვისაც უნდოდა ან სჭირდებოდა ფრენა თბილისიდან მოსკოვამდე მაინც დაფრინავდა ურთულესი და დამპალი რეისით: თბილისი ერევანი მოსკოვი და ახლა აღარ გაწვალდებიან ....თუმცა

( გააგრძელე ფრაზა)“,- წერს ია ფარულავა.

„მე არ ვყოფილვარ და არც მინდა რომ წავიდე იმ რუსეთში, რომელსაც ანადგურებს უდანაშაულო მოსახლეობას უკრაინაში“

„ვისაც რუსეთში არავინ ჰყავს მათთვის ადვილია პროტესტის გამოთქმა, მაგრამ ვისაც იქით ახლობლები გვყავს, რომლებიც დაბადებიდან რუსეთში ცხოვრობენ, აქ პოლიტიკა რა შუაშია, ესე იგი პუტინს ჩაუდგე ჯიბრში და არ მოვინახულო? ვიცით რომ ოკუპანტია და ყველას შეგვტკივა გული აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე მაგრამ რა ვქნათ? ვისაც არ აწყობს ნუ წავა. მე ისედაც დავდიოდი და ჩემთვის სულ ერთია“

„ვაგრძელებ ფრაზას,  რუსკი სამალოტ იდი ნახუი“

„ისე ძვირი ღირს პირდაპირი რეისით ფრენა , რომ ისევ გადაჯდომით ფრენას ამჯობინებს ყველა, ან კიდევ დადის ავტობუსები კომფორტული და არც ისე ძვირია, თანაც ბარგი მეტი შეიძლება წაიღო“

„ჯერ ოკუპირებული ტერიტორიები დაებრუნებინა და მერე გაეხსნა პირდაპირი ფრენები..არ მომწონს ეს მახე რაღაც.. მაქ სხვა რამეა ჩადებული“,- წერენ კომენტარებში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 როდის იქნება American Idol-ის ფინალი - ნუცა ბუზალაძე ცნობილ ვარსკვლავთან ერთად იმღერებს

🎥 „ხშირად, მოზარდი მიმართავს მოძღვარს ძალიან მძიმე ბრალის გრძნობის გამო, მაგრამ ზოგჯერ მას კიდევ ერთ აგურს ადებენ და აღარ ბრუნდება იგი ტაძარში...“ - ფსიქოლოგი გიგა მამინაშვილი

🔵 ანი ფხაკაძე და მისი რჩეული პირველ შვილს ელოდებიან