ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე (20-26 იანვარი) კვირის პროგნოზზე ისაუბრა. როგორც თავად ამბობს, გვექნება 4 გეომაგნიტური დღე, რა დროსაც ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას, უფრო მეტად კი წნევას.
მიხეილ ცაგარელის თქმით, დღეს დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადავიდა, რაც ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის პოზიტიურ ცვლილებებთან ასოცირდება.
ვერძი - გამოცოცხლდებით, ენერგოტონუსი მოიმატებს, ჯანმრთელობა გახდება მდგრადი! პოზიტიური შანსები მოიმატებს, თუმცა პირად ურთიერთობებში შინაგანი, სულიერი სიმარტოვის შეგრძნება გექნებათ, რაც დისკომფორტს შეგიქმნით. გჭირდებათ მეტი კონტაქტი ინტერნეტთან, მიიღებთ საინტერესო ინფორმაციებს და იდეებს, რაც ბევრ „მაყუთს“ მოგიტანთ. სიახლეების და რეფორმების პერიოდი გაქვთ.
კურო - გაქვთ პროფესიული წინსვლის პერიოდი. ანუ თუ გაქვთ კარგი, სწორი, დიპლომატიური ურთიერთობა კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან ეს ხელს შეგიწყობთ კარიერულ წინსვლაში. ენერგოტონუსი მაღალია, შესაძლებლობები უდავოდ გაქვთ, მაგრამ გექნებათ რწმენის ნაკლებობა, რაც ხელს შეგიშლით.
ტყუპები - ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გეწყებათ! მშობლიური სტიქია შემოდის, რის გამოც ჯანმრთელობა მდგრადი, ენერგოტონუსი მაღალია. გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა, აღმოჩნდებით ბონუსების, პრემიების წინაშე. მოულოდნელი კომპენსაცია მოხდება დანაკარგის. მგზავრობა-მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია.
კირჩხიბი - უკეთ იგრძნობთ თავს, საერთო დაძაბულობა მცირდება და ამას კარგად იგრძნობთ. განწყობა უმჯობესდება, ფსიქოემოციური სტაბილურობა ძლიერდება, ინტუიცია მზარდია, რაც სწორ არჩევანში დაგეხმარებათ. ერთადერთი რაც გევალებათ ენაზე კბილის დაჭერაა. დაიცავით საიდუმლო და არ ილაპარაკოთ იმაზე, რასაც აპირებთ.
ლომი - კარგი პერიოდია, ენერგოტონუსი მატულობს, შრომისუნარიანობა, კომუნიკაბელურობა წინა პლანზე წამოიწევს. შესაძლოა ადამიანებზე შეგეცვალოთ წარმოდგენა, სულ სხვა გეგონათ და სხვანაირი აღმოჩნდება. ეს თქვენს დამოკიდებულებას შეცვლის. ძველი გეგმები შეგახსენებთ თავს.
ქალწული - ამ პერიოდში დახმარებას მიიღებთ ხელმძღვანელებისგან და გავლენიანი ადამიანებისგან. ისინი ხელს შეგიწყობენ პროფესიულ წინსვლაში, განვითარებაში. შეიძლება გრძნობდეთ დაღლილობას, მაგრამ იღბლიანობა მაღალია.
სასწორი - გამოცოცხლდებით მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წინააღმდეგობები გექნებათ. დაძაბულობა ნაკლებია, რის გამოც თქვენ წარმატების შესაძლებლობა გაქვს. საუკეთესო პერიოდია სიყვარულისთვის. ამიტომ რომანტიკული პარტნიორული კავშირების დროა!
მორიელი - გამოცოცხლდებით, რადგან საერთო დაძაბულობა შემცირდება. გეძლევათ შესაძლებლობა ავტორიტეტი გააძლიეროთ, აამაღლოთ რეიტინგი, იდეების რეალიზება მოახერხოთ. ადვილად გადაწყვეტთ საყოფაცხოვრებო პრობლემებს, პატივისცემას მიიღებთ ნათესავებისგან, ახლობლებისგან. ეს თქვენ სტიმულს მოგცემთ.
მშვილდოსანი - ენერგოტონუსი იმატებს, ხდებით აქტიური და ენერგიული. პრობლემები მოულოდნელად და სასიკეთოდ გადაწყდება, უმტკივნეულოდ. შეგიძლიათ მრავალფეროვანი კონტაქტები დაამყაროთ, გაიცნოთ ადამიანები. კარგი პერიოდია სწავლისთვის და მგზავრობა-მოგზაურობისთვის.
თხის რქა - ენერგოტონუსს არ უჩივით, შესაძლებლობა პრაგმატული მოქმედებებისა გაქვთ. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ძველი საქმეებიდან მიიღებთ დივიდენდებს. ინვესტიციები, კაპიტალდაბანდებებისთვის კარგი პერიოდია.
მერწყული - მთავარი ფავორიტი ხართ, მზე გადმოვიდა თქვენში, ამიტომ ვარსკვლავური პერიოდი გეწყებათ. დაიქოქეთ, მიდექით, მოდექით, შეაწუხეთ ხალხი. ძლიერდება ინტუიცია, იღბალი გემატებათ. გათავისუფლდებით მარწუხებიდან, განახორციელეთ პროექტები, დაამყარეთ კონტაქტები.
თევზები - ამის შემდეგი კვირა უფრო რთული გექნებათ, თუმცა ეს კვირა მაინც გაძლევთ წარმატების შანსს. ერთადერთი გევალებათ ენაზე კბილის დაჭერა და ნუ ისაუბრებთ გეგმებზე. შანსები ყველა დონეზე გაქვთ, მათ შორის ფინანსებში, სასიყვარულო ურთიერთობებში.
ასევე დაგაინტერესებთ: