
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას უახლესი ამინდის შესახებ პერიოდულად უზიარებს ინფორმაციას.
ამჯერად იგი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მისი თქმით, ყველა ასპექტში მხოლოდ ნეგატიურს ხედავენ.
„საქართველოში გაზაფხული სწრაფად დაიწყო, ცივი დღეების შემდეგ ზოგან უკვე ფიქსირდება +25 გრადუსი და რაც მთავარია უახლოეს დღეებში კვლავ გაგრძელდება მშვენიერი ამინდი, კიდევ უფრო მეტი სითბოთი.
დასავლეთის დაბლობზე და აღმოსავლეთის ბარში - დღეს და მომდევნო დღეებში +29 გრადუსამდე დაცხება, სანაპირო კურორტებზე კი +25 გრადუსი იქნება, მოიმატებს ასევე ტემპერატურა ღამით.
უახლოეს დღეებში გაავდრებას არ ველოდებით.
ვითომ პროფესიონალებმა ჯერ თოვლი არ შეგვარგეს, დნობას რომ დაიწყებს ჩაიტანს ყველაფერსო და ახლა დათბობას ებრძვიან კარგის მომასწავებელი არ არისო.
ისევე, როგორც ნისლი მომწამვლელ აირად შერაცხეს, მაგრამ მოშხამული და ძირში დავარდნილი ვერავინ ვერ ვნახეთ.
ვერც თოვლის დნობით ჩატანილი მიწები ვნახეთ და ამ დათბობითაც მშვენივრად ვტკბებით.
ახალი ტენდენციაა ოღონდ რამე დაწერონ, რას წერენ არ იციან, არცაა გასაკვირი, უმეცარი ჭკვიანურს ვერ დაწერს და მიმდევრებიც არ გამოელევა...“,- წერს მეტეოროლოგი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ: