თეთრ სახლში გამართულ UFC Freedom 250-ის საიუბილეო საღამოზე ილია თოფურიას მარცხმა ჯასტინ გეიჯისთან მთელი საქართველო შეძრა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი რაუნდის შემდეგ ქართველი „მატადორი“ ბრძოლას დაჯერებულად იგებდა, ფინალი დრამატული აღმოჩნდა.
თვალის დაზიანების გამო ილია თოფურიას ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და გამარჯვებული ჯასტინ გეიჯი გახდა. აღნიშნული შედეგის მიხედვით ილიამ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დათმო. ეს იყო პირველი წაგება ქართველი მებრძოლის კარიერაში.
ილიას ბრძოლას ეხმაურება, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო „ქართველ მანქანად“ (The Machine) იცნობს.
როგორც მერაბ დვალიშვილი წერს, ილია უფრო ძლიერი დაბრუნდება.
„ამაყი ვარ ჩემი მეომარი ძმით. ვიცი, რომ ილია უფრო ძლიერი დაბრუნდება ვიდრე ოდესმე“, - წერს დვალიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: