შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით მიულოცეს და თაიგულები გადასცეს, მათ შორის აღმოჩნდა მომღერალი თიკა ჯამბურია.
მომღერალი მოულოდნელი სიურპრიზის შესახებ ინსტაგრამზე ვიდეოს აქვეყნებს და ემოციებს გვიზიარებს.
„ჩავჯექი მანქანაში, მივდივარ სკოლაში. გზაში მაჩერებს პატრული. მანქანა გავაჩერე და მართვის მოწმობა გავამზადე.
ვხედავ, პატრულთან ერთად გადმორბის სამი კამერა. ვფიქრობ, ვაიმე, კიდევ დამიჭირეს-მეთქი. თურმე რვა მარტს მილოცავენ. დიდი მადლობა“, - ამბობს თიკა ჯამბურია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე, ისტორია და ტრადიციები
⭕შორენა ბეგაშვილმა ქალთა დღეს საყვარელი კაცისგან გრანდიოზული საჩუქრები მიიღო - ფოტოები