მომღერალი ხათუნა ჟორდანია გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმარი იყო.
მან შვილის, ნინი ქარსელაძის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მრავალმხრივი შესაძლებლობების, საქმის და კარიერის ნაცვლად ნინი აირჩია.
„არ მინდა, რომ თავის ქებაში ჩამომართვათ, მაგრამ ბევრი ნიჭი მქონდა, ბევრი რამის გაკეთება შემეძლო.
რაღაც ეტაპზე მე ნინი ავირჩიე, ჩემი პრიორიტეტი გახდა. მთელი ჩემი ძალა და ენერგია ჩავდე ჩემს შვილში. რამდენად კარგად გამომივიდა არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის ვიცი, რომ ჩემი შვილისთვის მაქსიმუმი გავაკეთე“,- ამბობს ხათუნა ჟორდანია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
⭕🎥 10 მარტს ფილარმონიაში ნოდიკო ტატიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება