Digest Logo

🎥 „ვხედავ, რომ საქართველოს მიმართ ტრამპს დიდი სიმპათიები აქვს...“ - ვრცელდება ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება

1738874297
ლელა კაკულია

ლელა კაკულია საქართველოში ყველა დროის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი წინასწარმეტყველია, რომლის წინასწარმეტყველებები რეალობად არა ერთხელ ქცეულა.

ლელა კაკულიამ იწინასწარმეტყველა მსოფლიოში და საქართველოში მოსალოდნელი პროცესები და საზოგადოების დიდი ყურადღებაც სწორედ ამიტომ დაიმსახურა.

სოციალურ ქსელში არსებობს ლელა კაკულიას ოფიციალური გვერდი, სადაც პერიოდულად ქვეყნდება ვიდეომიმართვა მოსალოდნელი ამბების შესახებ. ამჯერად მისი ოფიციალური გვერდი აქვეყნებს წინასწარმეტყველებას, რომლებსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„2025 წელი, 4 თებერვალი - დონალდ ტრამპმა აიშვა - მაგრად აიშვა: დიდ დარტყმას მიაყენებს თურქეთს, ირანს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. ტრამპი თავისას გააკეთებს აუცილებლად! ნურავის ექნება იმედი, რომ რაიმესი შეეშინდება ან რაღაცას ვერ გადაწყვეტს. პირიქით. მას სწამს, რომ თავად უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი, როგორც ამერიკის პრეზიდენტმა, და უკან არ უნდა დაიხიოს.

ვხედავ, რომ საქართველოს მიმართ ტრამპს დიდი სიმპათიები აქვს და უარყოფს ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში უკანონობად მიაჩნია...

რაც შეეხება ახალი ტერიტორიების ამერიკისთვის მიერთებას, ვგულისხმობ, კანადასა და გრენლანდიას, ამ ეტაპზე, რაღაც ცვლილებებს არ ვხედავ - როგორიც არის დღეს დედამიწა, ისევ იმ ფორმაში ჩანს ხედვაში.

თუმცა აღვნიშნავ, რომ ამერიკა და ევროპა გრენლანდიას რუსეთს არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობენ - არცერთ შემთხვევაში! მომავალში კი ვხედავ, რომ გრენლანდიაში ამერიკის დროშა ფრიალებს“, - ვკითხულობთ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სული ავივსე არაფრით... ჩამოვიშალე მკერდიდან ბრილიანტების აცმა...“ - ელდინო საღარაძის არაჩვეულებრივი შესრულება

⭕„მოხმარება იწვევს სერიოზულ და შეუქცევად დაზიანებას, რაც შეიძლება ახალგაზრდებში გავრცელებული ახალი ეპიდემია გახდეს...“ - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

🎥 „მეტროში და ავტობუსში დაუბანლობის სუნი წაგიღებთ...“ - რა ვიდეოს ავრცელებს მომღერალი მაია ბარათაშვილი?