Digest Logo

„ვლოცულობ დედაჩემის გადასარჩენად“ - რა შეემთხვა სოსო გოგაშვილის ცოლს და რას წერს მისი შვილი

1668782681
სოსო გოგაშვილი

სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი სასჯელს სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში იხდის. მისი შვილი ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ სტრესისა და ნერვიულობის ფონზე თეა მარტყოფლიშვილი ცუდად გახდა.

„უკვე მესამედ ვლოცულობ დედაჩემის გადასარჩენად ამ ჯოჯოხეთური 4 თვის განმავლობაში. მიყენებული სტრესისა და ნერვიულობის ფონზე დედა ისევ ცუდად გახდა.

მამას ნახვის უფლებასაც კი არ აძლევენ დედას, რომ ის სტრესი, რაც მიაყენეს, ამით მაინც შეუმსუბუქდეს. ვერავინ ხვდება რისი გადატანა გვიწევს, გარდა ღმერთისა. ვიცი, რომ ღმერთი არ მიგვატოვებს ამ ჯოჯოხეთში, სადაც 4 თვეა ვცხოვრობთ…

ზუსტად ასე წარმომედგინა ჯოჯოხეთი - როცა ხედავ მშობელს, რომელსაც სუნთქვაც აღარ შეუძლია და ვერაფერს აკეთებ…“, - წერს ნინი გოგაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 რა პროდუქტი უნდა მივირთვათ დაბერების შესანელებლად - ზაზა თელიას რჩევები

🔵„უნივერსიტეტის ეზოში გოგო-ბიჭები ერთად იდგნენ და ისეთ სიტყვებს ამბობდნენ, მე, თივასავით გამოუსვლელს, შემრცხვა და გავერიდე“ - რას წერს გელა დაიაური

🔵„სასაფლაოზე მკითხა, დედა, მამას ახალი სახლი ეს არისო? გაუჩნდა ჩემი დაკარგვის შიში, ვაითუ, დედაც აღარ დაბრუნდეს ერთ დღეს“ - ნიკა ქაცარიძის ცოლის ემოციური ინტერვიუ