ალბათ, ყველას გვახსოვს კომპანია „ვოლტის“ კურიერისა და მომხმარებლის მიმოწერის სქრინი.
შეკვეთის მიმღები, ადა ლომთაძე, გახლავთ, რომელმაც კომპანიის თანამშრომელს კომპლიმენტისა და სამსახურეობრივი მოვალეობისას უფლების გადაჭარბებისთვის სამსახურის დაკარგვით დაემუქრა.
ადა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ იმ დღესაც ზუსტად ასე ეცვა, რამაც კურიერის „აღგზნება“ გამოიწვია.
„ეს არის ის სამოსი, რომელმაც „ვოლტერის აღგზნებადობა“ გამოიწვია და შემდეგ მოწოდება დაიმსახურა „თუ შიშველი ბრძანდებით და კურიერს ელოდებით, ხალათი მაინც შემოიცვითო“,- წერს ადა ლომთაძე.
