როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის“ ეთერში საუბრობს.
ვერძი - თქვენი ენერგოტონუსი მატულობს, თუმცა ენერგიის მომატებასთან ერთად მატულობს სულსწრაფობა, სიჯიუტე და სიხისტე. გაქვთ კარიერული წინსვლის შანსი, მაგრამ ეს თვისებები არ გამოავლინოთ ხელმძღვანელებთან.
კურო - ენერგოტონუსი მაღალია. კარგი პერიოდია უცხოელებთან კონტაქტისთვის და მოგზაურობისთვის. გაქვთ წყალქვეშა დინებები ფინანსებთან დაკავშირებით, ამიტომ მოერიდეთ კაპიტალ დაბანდებას.
ტყუპები - ენერგოტონუსი მატულობს, არ გათქვათ ბევრი ინფორმაცია, რადგან შესაძლოა თქვენმა მოწინააღმდეგეებმა ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენონ. ფრთხილად იმოქმედეთ.
კირჩხიბი - ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობაც მდგრადია. მატულობს პარტნიორის მიმართ უნდობლობა, რაც გამოიწვევს დაძაბულობას.
ლომი - პარტნიორებთან კონფლიქტის ალბათობა მაღალია. გამოიჩინეთ დიპლომატია და მოთმინება.
ქალწული - დაპირისპირება კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან მატულობს, რის გამოც შეიძლება მოხდეს დაპირისპირება. ამიტომ თუ კრიტიკა იქნება ხელმძღვანელებისგან მშვიდად მიიღეთ და დიპლომატიურად გამოდით აქედან.
სასწორი - მატულობს ენერგოტონუსი, შემოქმედებითი ნიჭი. პარტნიორებთან მატულობს დაძაბულობა, ამიტომ ეცადეთ იყოთ დამთმობები და არ იყოთ ხისტები.
მორიელი - ამ კვირაში შეიძლება დაუშვათ შეცდომები, რომელიც ძვირი დაგიჯდებათ, მათ შორის ფინანსური, რის გამოც შეიძლება დაპირისპირება მოხდეს პარტნიორებთან.
👉 როგორი იქნება თქვენი ჯოჯოხეთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
მშვილდოსანი - ენერგოტონუსი მატულობს, ხდება აქტიური ენერგიული, ინიციატორი. აქ არის პარტნიორებთან დაპირისპირების მომენტი, სადაც აბსოლუტურად ხისტი და ჯიუტი ხდება, რაც აღიზიანებს პარტნიორებს. გამოიჩინეთ მაქსიმალური დიპლომატია და თავდაჭერა.
თხის რქა - აი, ვინ არის ყველაზე წარმატებული, ახლა მათში არის 3 პლანეტა. როგორც ხელმძღვანელი და ლიდერი ძალიან კარგად წარმოაჩენს საკუთარ თვისებებს. თუმცა ფრთხილად იყავით სიხისტე და სიჯიუტე მატულობს თქვენში.
მერწყული - გჭირდებათ სიფრთხილე, რადგან ერთ-ერთი ურთულესი კვირა გაქვთ, ფარული მტრები, ჭორები, ვალების დაბრუნება მოგიწევთ, ჯანმრთელობაც არამდგრადია, ამიტომ უმჯობესია ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლოთ. შემდეგი კვირიდან კი დაიწყება თქვენთვის ვარსკვლავური პერიოდი.
თევზები - მათ ამ პერიოდში აღიზიანებთ ურთიერთობა ადამიანებთან, სურვილი აქვთ იყვნენ მარტო ან ინდივიდუალურ საქმეებზე გადავიდნენ. დეპრესიულობა შესაძლოა შაბათ-კვირას გაძლიერდეს. ყურადღება მიაქციეთ ასევე ჯანმრთელობას, შესაძლოა გაცივდეთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის...“ - დათო ევგენიძე