ცნობილი იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი, რომელიც ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის სოფი ლორენის ვაჟი გახლავთ, ცოტა ხნის წინ ქართველ მარიამ შარმანაშვილზე ოფიციალურად დაქორწინდა.
იგი მარიამის ბებიას, ეთერ ბურჭულაძეს სოციალურ ქსელში 81-ე დაბადების დღეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
„ვულოცავ ჩემს ძვირფას ქართველ ბებიას, ეთერი ბურჭულაძეს, 81-ე დაბადების დღეს.
ძალიან გვიყვარხარ!“, - წერს კარლო პონტი.
ცნობისთვის, კარლო პონტი უმცროსი მარიამ შარმანაშვილზე მიმდინარე წლის ზაფხულში დაქორწინდა. მათ კავშირი ღვთის წინაშე გაამყარეს და ჯვარი 2025 წლის 26 ივლისს საქართველოში დაიწერეს. მანამდე კარლო პონტი სამთავროს დედათა მონასტერში მართლმადიდებლად მოინათლა და მას საეკლესიო სახელი გაბრიელი ეწოდა.
საქორწინო ცერემონია, რომელიც საქართველოში შედგა ქართული კულტურული ელემენტებით იყო გაფორმებული, რომელსაც უამრავი ცნობილი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იტალიიდან.
აღსანიშნავია, რომ სიძე ქართულ ჩოხაში გამოეწყო.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პირველი წინა საახალწლო განწყობა იოჰანთან ერთად“ - სოფია კვინიკაძის ოჯახური ფოტოები