![ნუკა კვალიაშვილი ნუკა კვალიაშვილი](https://digest.ge/uploads/files/2024/05/22/53887/nuka-kvaliashvili_w_h.jpeg)
მომღერალი ნუკა კვალიაშვილი „ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელს, ზაზა შენგელიას დაბადების დღეს ულოცავს და ზაზას თავისი გულახდილი შეფასებისთვის მადლობას უხდის.
„პირველ რიგში, ვულოცავ დაბადების დღეს და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ გულით და სულით ბატონ ზაზა შენგელიას. მეორე რიგში, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მას, მისი გულახდილი შეფასებისთვის ჩემს ნამღერ ვიდეოზე და ბოლოს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამხელა სიყვარული და პატივისცემა გამოხატა ჩემ მიმართ.
ასევე ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ფიზიკურად სათითაოდ ვერ გავეცი პასუხი, რადგან უამრავი მონაწერია და კომენტარი, ფიზიკურად შეუძლებელია ამის გაკეთება და ასე ღიად, საჯაროდ გიხდით ყველას ძალიან დიდ მადლობას.
ძალიან მიყვარხართ ასე რომ გიყვარვართ. თქვენი ნუკა,“ – წერს ნუკა კვალიაშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕+29, +31 გრადუსი - საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს
⭕„მიყვარხარ და იცოდე, რომ გასახელებ...“ – პაატა გულიაშვილს შვილი დაბადების დღეს ულოცავს