Digest Logo

თოვლის მთვარე - რა გავლენას მოახდენს 12 თებერვლის სავსე მთვარე ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელზე და რას უნდა ვუფრთხილდეთ?

1738837537
თოვლის მთვარე

2025 წლის 12 თებერვალს ლომის ნიშანში სავსე მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს ბევრი ადამიანი მომატებულ ემოციურობასა და შფოთვას იგრძნობს და შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ.

თებერვლის სავსე მთვარეს, მისი კაშკაშა და ცივი ფერის გამო, თოვლის მთვარეს უწოდებენ. მას ძველად ძლიერ თოვასაც უკავშირებდნენ.

სავსე მთვარე ყოველთვის ენერგიის მომატებას იწვევს და ადამიანები სხვადასხვა საკითხის მიმართ ბევრად მგრძნობიარეები არიან. შესაძლოა, გაღიზიანება, უმოტივაციობა იგრძნოთ.

ამიტომაც, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ:

✅  ამ დღეს რადიკალური გადაწყვეტილება არ მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შედეგით მომდევნო პერიოდში განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ.

✅  ასევე, ამ დღეს სამსახურიდან წასვლის, დაშორების, ვინმესთან ჩხუბის გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, ფაქტები სრულიად არასწორად აღიქვათ.

✅  ჯობს, შორ მანძილზე გადაადგილებისაგანაც თავი შეიკავოთ. თუ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს გეგმავთ, ჯობს, რამდენიმე დღით გადადოთ.

✅  უმჯობესია, ეს დღე მშვიდად გაატაროთ და სამომავლო გეგმებზე იფიქროთ. ასევე, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ჩაიტარეთ თქვენთვის სასურველი გამაჯანსაღებელი პროცედურები, მოუსმინეთ მუსიკას, დაკავდით საყვარელი საქმით.

12 თებერვლის სავსე მთვარე განსაკუთრებით ემოციური ცეცხლის ნიშნებისთვის - ვერძისთვის, ლომისა და მშვილდოსნისთვის იქნება. შესაძლოა, მცირე კამათიც კი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. მარტივად გეწყინოთ ან არასწორად აღიქვათ ის, რასაც სხვები გეუბნებიან. ამიტომაც, მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ დღე მშვიდად გაატაროთ.

ტყუპები, ქალწული, თხის რქა და თევზები ამ დღეს ფინანსებთან დაკავშირებით მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყვნენ. მოერიდეთ იმპულსურ ხარჯებს და დიდ ფინანსურ ოპერაციებს ნუ დაგეგმავთ. მომდევნო დღეებისთვის გადადეთ. შესაძლოა, მანიპულაციისა და თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ.

კუროს, კირჩხიბისა და მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს შესაძლოა, საკუთარი თავის მართვა გაუჭირდეთ. დაარღვიონ ჩვეული რუტინა, თუნდაც კვების, ძილის თვალსაზრისით. მოერიდეთ ზედმეტ კრიტიკას. შესაძლოა, თქვენი სიტყვები ადამიანებმა არასწორად აღიქვან.

სასწორისა და მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებისათვის დღე უმეტესად მშვიდად ჩაივლის. შეეცადეთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ და მომატებული ემოციური ფონის გამო, საყვარელ ადამიანებს არ აწყენინოთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გაიზარდა პატარა“- ლაშა ბექაური ბოკვერთან ერთად გადაღებულ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს

🎥 „გეძლევათ შანსი შექმნათ ოჯახი, წლის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი ხართ“ - რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში 2025 წელს?!

⭕„ფული ადვილად მოდის, ასევე სწრაფად აორთქლდება, ძალიან კარგი დღეა პაემნებისთვის, შეხვედრებისთვის, მეგობრული საუბრებისთვის“ - ხათუნა ნოელი 7 თებერვალს ასტროპროგნოზზე

წყარო: www.beaumonde.ge