საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ბრატისლავას „სლოვანის“ ფეხბურთელი, გურამ კაშია იუბილარია, იგი 37 წლის გახდა.
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კაპიტანს დაბადების დღეს ულოცავს:
„ჩემთვის ეროვნული ნაკრების საუკეთესო კაპიტანია გურამ კაშია. 100-ზე მეტჯერ ითამაშა ნაკრებში.
დღეს, 4 ივლისს 37 წლის გახდა. ვულოცავ გურამს დაბადების დღეს!
გუშინ ნაკრების კიდევ ერთი წევრის ოთარ კაკაბაძის დაბადების დღე იყო და ასევე გულითად ვულოცავ მას დაბადების დღეს!
ბევრი წარმატება თქვენ და თქვენს ნაკრებსა და კლუბებს.
უეფას ფოტო“, - წერს გოგა ჩანადირი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: