„ამ გუნდს და ჩვენ ზოგადად, დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა გაგვაჩნია იმის, რომ უფრო და უფრო წინ წავიდეთ, ეს ჩვენი მიზანიცაა და სურვილიც, ეს აქამდეც გვქონდა და ეს რომ არ ყოფილიყო, აქამდე ვერ მოვიდოდით“, - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მან ასევე ისაუბრა იმ გამოცდილების მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიიღო.
„ასეთი ტურნირები რა თქმა უნდა, უფრო გვზრდის და გუნდს უფრო ძლიერს ხდის. შემიძლია, გავიხსენო, რომ გასულ წელს, ზუსტად ამ პერიოდში, როდესაც ჩვენ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ, ჩვენს გუნდში რამდენიმე მოთამაშე იყო, რომელმაც ახლა გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი ითამაშა და მათთვის ის ტურნირიც გამოცდილება იყო. ასეთი თამაშები და ტურნირები როგორც მოთამაშეს, ისე გუნდს, უფრო ძლიერს გხდის და შემდეგ გამოწვევებს უფრო ადვილად უმკლავდები. ამ კუთხითაც ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა წინ და დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო არ არის. ამ გუნდს და ჩვენ ზოგადად, დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა გაგვაჩნია იმის, რომ უფრო და უფრო წინ წავიდეთ. ეს ჩვენი მიზანიცაა და სურვილიც. ეს აქამდეც გვქონდა და ეს რომ არ ყოფილიყო, აქამდე ვერ მოვიდოდით“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „სიმსივნემ დეპრესია დამამარცხებინა!“ - რას ამბობს ხატია ქირია
🎥 რა არის დეპრესიის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზები? - ფსიქოთერაპევტის განმარტება