საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ბრატისლავას „სლოვანის“ ფეხბურთელი, გურამ კაშია იუბილარია, იგი 37 წლის გახდა.
მას მეუღლე თამთა გიგაშვილი სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს.
„დღეს ოქროს ბიჭის დაბადების დღეა“ – წერს იგი.
თამთა „ინსტაგრამზე“ ფოტოებს ავრცელებს და ემოციურად წერს, რომ გურამ კაშია ოჯახის სიამაყეა.
„დღეს ოქროს ბიჭის დაბადების დღეა, შენ საუკეთესო ხარ, კაპიტნად დაბადებული, ოჯახის სიამაყე, მიყვარხარ“ – წერს თამთა გიგაშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით