თერჯოლაში მომხდარ ტრაგედიას მამა შვილი არსენ და ლიზი რობაქიძეები ემსხვერპლნენ. მამა-შვილი ხუთშაბათს დაკრძალეს.
ოჯახს ერთი შვილი დარჩა, რომელიც ტრაგედიას გადაურჩა. ანა რობაქიძე სოციალურ ქსელში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს და უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
„საშინელებათა ფილმის ჟანრში მოვხვდი, სულ რაღაც ერთ წამში... ყინულივით ცივ წყალში ვიყავით, არც მშველელი იყო და არც ხელის მოსაკიდი.
ვყვიროდი, არავის არ ესმოდა! ხუთი ჩვენგანიდან, მხოლოდ მე გადავრჩი.
გულწრფელად მინდა, უკანასკნელი იყოს ჩვენი ტრაგედია! გამწარებული ოჯახები მოვითხოვთ, დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები „ქადაგიძის" რაფის ტერიტორიაზე. მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ იყოთ შემდეგი, ან თქვენი საყვარელი ადამიანები!!!!
ველოდებით სიტყვას, სადაც დაგვპირდებით, რომ რამეს მოიმოქმედებთ“, - წერს ანა რობაქიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ბარაქა და იღბალი რომ არ დაკარგოთ, არ გადაყაროთ სახლიდან ეს ნივთები!
⭕დათო ევგენიძეს მამა გარდაეცვალა
🎥 მარიამ შენგელიას მიერ შესრულებული „ირინოლა“, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა