
ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს თუ რამხელა პასუხისმგებლობაა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გიორგი ანწუხელიძის სამშობლოდან ყოფნა.
„ყოველ წელს, 7 აგვისტოს ვუყურებ გიორგი ანწუხელიძის წამების კადრებს. ეს ჩემი სასჯელია. თავს ძალას ვატან და ვუყურებ.
მისი შვილი ამბობს: იყო გიორგი ანწუხელიძის შვილი დიდი პასუხისმგებლობააო. იყო გიორგი ანწუხელიძის სამშობლოდან კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. უსაშველოდ დიდი. და ვერავინ ვერ გავექცევით ამ პასუხისმგებლობას“, - წერს ვიკა ბუკია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ
🔵„ისე მოხდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველას გვაქვს ომის ჩვენი ამბავი...“ - სონო ნაცვლიშვილი