Digest Logo

„ყოველთვის მქონდა კომპლექსი ადამიანებთან ბოლომდე გავხსნილიყავი...თურმე, არ არის სირცხვილი შენს სისუსტეებზე ილაპარაკო...“ - ნანკა გვარი

1769712866
ნანკა გვარი

მსახიობი ნანკა გვარი (გვარიშვილი) ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობს სოციალურ ქსელებში. იგი გულწრფელად უზიარებს გამომწერებს საკუთარ გამოცდილებებს, რჩევებსა და ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც საკუთარ კომპლექსებსა და ადამიანების უნდობლობაზე წერს:

„როგორ ხარ?” -  ეს კითხვა რამდენად გულახდილიც შეიძლება იყოს, იმდენად ფორმალურია. როცა მეკითხებიან, სულ მიელვებს ფიქრი, მართლა აინტერესებს და ვუთხრა რომ დღეს მთელი დღეა უმადოდ ვარ, ვნერვიულობ ჩემს მომავალზე, თუ ფორმალურად ვუპასუხო რომ ძალიან კარგად. ან იქნებ თვითონ არაა კარგად, ამიტომ ვეტყვი რომ ნორმალურად ვგრძნობ თავს.

ყოველთვის მქონდა კომპლექსი ადამიანებთან ბოლომდე გავხსნილიყავი, მელაპარაკა რთულ პერიოდებზე და მიზნებზე, რომლებთან მიახლოებაც მიჭირდა, ყველას მხოლოდ მიღწეულ შედეგებს ვანახვებდი. დაღლილობას არ ვიმჩნევდი, შესაბამისად, არავის უჩნდებოდა კითხვა რა ფასად დამიჯდა ეს ყველაფერი.

მარტივად ვაწოდებდი, ყველას ეგონა, რომ უბრალოდ გამიმართლა, ან ვიშრომე და აი შედეგიც მივიღე. თანაზიარი პროცესის და გზის არასდროს მყოლია. და „როგორ ხარ” - ის შინაარსი არასდროს მიგრძნია ბოლომდე.

მაგრამ რაღაც მომენტიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება, სადაც უცებ ჩემი გასავლელი გზის პროცესით უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე შედეგით. სადაც მინდება უბრალოდ დასვენება, გრძნობენ ამას და მეუბნებიან რომ დავისვენო, სადაც მახსენებენ რომ უკეთესი მწვერვალების დაპყრობის ღირსი ვარ, სადაც გეგმების გადადება არაა სიზარმაცე.

უბრალოდ დაიღალე და არ გრცხვენია. და თურმე, ხალხო თურმე, არ არის სირცხვილი შენს სისუსტეებზე ილაპარაკო, შენც რთულ დღეზე იწუწუნო, ხანდახან არაფრის კეთება გინდოდეს, ხანდახან უბრალოდ ტიროდე, მერე უცებ იცინოდე, გუშინდელი პიჟამოთი იარო ოთახში წრეზე. მეათედ გინდოდეს ერთი და იგივე ფილმის ყურება, რომლის ტექსტიც ზეპირად იცი.

სწორი ადამიანები ამისთვის არ გაგკიცხავენ, სუსტად არ ჩაგთვლიან, არც სიზარმაცეში ჩაგითვლიან, აზრი შენზე არ შეეცვლებათ. და რაც ყველაზე მთავარია, გაგაჩერებენ, თვალებში ჩაგხედავენ და გკითხავენ „როგორ ხარ” შენ გულახდილად უპასუხებ. და მიხვდები, რომ ისეთი როგორიც ხარ, მისაღები ხარ, საკმარისი ხარ და მარტო აღარასდროს იქნები.

ხშირად ჰკითხეთ მნიშვნელოვან ადამიანებს როგორ არიან, ოღონდ მართლა, აი როგორ არიან ახლა, რას ებრძვიან, რა უხარიათ. ეს ერთი შეხედვით მარტივი და გაფორმალურებული კითხვა, ვიღაცისთვის გადარჩენის ტოლფასია, დღეს ახალისებს, ფიქრებს ფილტრავს და ცხოვრებას ცვლის“, - წერს ნანკა გვარი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nanka Gvari (@nanka.gvari)

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„საოცარი კადრებია“ - სალომე ღვინიაშვილის ესთეტიკური კადრები რომის ქუჩებიდან

🎥 „ჩემი ორგანიზმი ქირურგიული ჩარევებისთვის არ გამოდგება...“ - ნინა პერტენავა „ბარიატრიასა“ და ჯანსაღ კვებაზე

🎥 „ჩვენ არ ვაქცევთ დიდ ყურადღებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, არადა სწორედ აქედან იწყება ჩვენი ჯანმრთელობა“ - ნინა პერტენავა