„არავის შეუძლია თქვენი შეჭმა, თქვენივე თავის გარდა. ამიტომ არ მისცეთ თქვენს თავს უფლება შეგჭამოთ, შეჭამოს თქვენი აწმყო და მომავალი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს.
იგი საზოგადოებას მიმართავს და ფსიქოლოგიურ რჩევებს უზიარებს.
„ყოველთვის, როდესაც თქვენს ფსიქიკაში ჩაღრმავებას ცდილობთ, ლაბირინთში შედიხართ. ძალიან დიდი ალბათობაა, რომ იქიდან ვეღარ გამოაღწიოთ და გზის გაგნების ყოველგვარი ორიენტირი დაკარგოთ. ამას ემატება ისიც, რომ შორიდან მინოტავრის ღრიალი გესმით.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნუ შეგეშინდებათ. თუ შიში შეგჭამთ და ამის გამო უკან გამოხვალთ, ვერასდროს გახდებით ის, ვინც უნდა გამხდარიყავით, რის გამოც დაიბადეთ.
თუ მოუსმენთ თქვენს გულს, სამყაროს „კეთილ ნიშნებს“ (რომელიც არიადნეს ძაფია) და გზას გააგრძელებთ, გახდებით მოგზაური, რომელიც საკუთარ ფსიქიკაში მოგზაურობს. ეს კოსმოსის თვალუწვდენელ სივრცეებში მოგზაურობას წააგავს.
ნურც მინოტავრის ღრიალი შეგაშინებთ. ნუ ფიქრობთ, რომ ეს საშინელი ხარისთავიანი ურჩხული გეცემათ, მიწაზე წამოგაქცევთ და თქვენს ცოცხლად შეჭმას დაიწყებს.
მინოტავრი - თქვენ თვითონ ხართ! არავის შეუძლია თქვენი შეჭმა, თქვენივე თავის გარდა. ამიტომ არ მისცეთ თქვენს თავს უფლება შეგჭამოთ, შეჭამოს თქვენი აწმყო და მომავალი.
დამშვიდდით და გზა გააგრძელეთ!“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: