ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც იმ მიზეზზე საუბრობს, რის გამოც ადამიანები ურთიერთობებს ვერ აწყობენ:
„სხვა უამრავ მიზეზთან ერთად, თუ რატომ ვერ აწყობენ ადამიანები ურთიერთობებს? ამ კითხვით ხშირად მომმართავენ და გიპასუხებთ:
როგორც კი განსხეულდება ადამიანი, თითოეულ სულს კონკრეტული დანიშნულება აქვს.
სულს, როგორც მეხსიერების საცავს, რომელსაც ეხება ემოციური კვალი, სიხარულიც და შიშიც, ეს ჯამური გამოცდილებაა.
ძალიან ბევრი სიმპათიური და ლამაზი ქალ-ვაჟი არსებობს, რომლებიც მარტო მოძრაობენ ან დაულაგებელი ცხოვრება აქვთ.
ალბათ, ერში მყოფ უმრავლესობას სურს, რომ ჰყავდეს ბედნიერი ტრადიციული ოჯახი, ასეც გვსურს ყველას, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“, რას ითხოვს ამ ადამიანის პიროვნული ბუნება ზრდისთვის?
რიგ მომენტებში, თან დღევანდელ ქაოსურ სამყაროში, ძალიან უხერხული და მიუღებელი კითხვაა - „აღარ თხოვდები/ოჯახდები?“
ჯერ ერთი, ნაადრევ ასაკში დაოჯახება, დღევანდელ დროში სიგიჟის ტოლფასია, უბრალოდ დიდი შეცდომაა, რომელსაც ბევრჯერ ინანებს წყვილი.
პარადოქსია, თუმცა რაოდენ ლამაზიც არ უნდა იყოს ადამიანი, ზოგს დიდი დრო სჭირდება საბოლოო არჩევამდე, ხოლო ზოგისთვის ოფიციალური კავშირი სულიერი ზრდისთვის შემაფერხებელია.
არაა გამორიცხული მენტალურად ამ პროცესმა უბრალოდ დაგლეწოს და დაგანგრიოს.
ამიტომაა რომ ბევრიც ცხოვრებაში მარტო რჩება და ამ მარტოობით მიდის უფლამდე. ფაქტობრივად, ზრდამდე.
ანუ, მისი სულიერი ბუნება ირჩევს და ითხოვს ასეთ გზას, რადგანაც სხვა შემთხვევაში შესაძლოა მეტ რეგრესს და ხიფათს წააწყდეს.
ყველა ადამიანისთვის ოჯახი არაა აუცილებელი და აუცილებელი კი არა ხაზგასმით ვამბობ, ზოგისთვის სახიფათოა, არიან ისეთი სულიერი და მენტალური განსხეულების ადამიანები ერში, რომელთა ტვირთიც მარტოობით ფასდება.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა აღვირახსნილი ცხოვრებით იაროს, უბრალოდ მისი დანიშნულებაა ასეთი.
ბევრი სწორედ მსგავსი პირადული განსაცდელებით სწავლობს და ბრძენდება. სიბრძნე კიდევ ტკივილის გარეშე არ მოდის.
ბევრსაც დრო სჭირდება რეალური ადამიანის პოვნამდე და ამაში გასაკვირი არაფერია, არც საჩქარო.
ამის გაგება ბევრს უჭირს, თუმცა ეს ჭეშმარიტად ასეა“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: