Digest Logo

„ყველა დროს ბედნიერი ვიყავი, მაშინაც კი, როცა მშიოდა, მციოდა, არაფერი არ მქონდა“- რას წერს გია ჯაჯანიძე?

1696145616
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ადამიანებს ერთმანეთის უპირობო სიყვარულისა და სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებს.

„- რატომ აკეთებ იმას, რაც იცი, რომ შენთვის ცუდია?
- იმიტომ, რომ ნებისყოფა არ გაქვს.
- რატომ არ გაქვს ნებისყოფა?
- იმიტომ, რომ სიცოცხლის ფასი არ იცი.
- რატომ არ იცი შენი თავის ფასი?
- იმიტომ, რომ მოწოდების სიმაღლეზე არ დგახარ.
- რატომ არ დგახარ მოწოდების სიმაღლეზე?
- იმიტომ, რომ საკუთარი თავის სიყვარული არ იცი.

იმან, ვინც სიცოცხლის, სიკეთის, სიყვარულის, საკუთარი თავის ფასი იცის, ნებისყოფა აქვს და დროის სწორად განსაზღვრავს, ბედნიერია.

როცა ადამიანს აღარ უყვარხარ, ჩათვალე, კოკისპირულად გაწვიმდა.
წვიმა აუცილებლად გადაიღებს.

როცა ადამიანს აღარ უნდიხარ, ჩათვალე, ზამთარია და ყინავს.
მალე დათბება.

ჩემი ტვინი თბილ ქვეყნებში ცხოვრობს.

ყველა დროს ბედნიერი ვიყავი, მაშინაც კი, როცა მშიოდა, მციოდა, არაფერი არ მქონდა.

რატომ ვიყავი ბედნიერი? იმიტომ, რომ სიყვარულის, სიკეთის და დროის ფასი ვიცოდი, ნებისყოფა მქონდა, თან გამიმართლა, ასეთი დავიბადე.

თან, დედა, მამა, და, ძმა, ბებიები, ბაბუები და მეგობრები ასეთები მყავდნენ“,- წერს გიორგი ჯაჯანიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „მოთქვამენ - სად დაიკარგა დისციპლინა?! რომელ დისციპლინას დაეძებთ ძალიან ძვირფასებო? ყურის აგლეჯას, თმების დაწიწკვნას, დანარჩენი ბავშვების წინ შერცხვენას, კუთხეში დაყენებას?“ - გიორგი კეკელიძე

🎥 ნუცა ბუზალაძე დედასთან ერთად ამღერდა

🎥 ნანუკა ჟორჟოლიანი საოცარ ფორმაშია - ტელეწამყვანი შავ კომბინეზონში პოზირებს