მსახიობი განო მელითაური ინიციატივით გამოდის. ის საქართველოს მთავრობას მიმართავს და ურჩევს, რომ საქართველოში შემოსულ ლტოლვილებს კონკრეტული ვალდებულებები დაუწესონ.
„ყველა ლტოლვილს, ვინც საზღვარს კვეთს დაევალოს საქართველოს უახლესი ისტორიის და ქართულის სწავლა! აიკრძალოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოციალურ სივრცეებში - თუნდაც კაფეებში, ბანკებში, მოლებში რუსულად საუბარი ! საერთაშორისო ენა ინგლისურია - კეთილი ინებონ და ისწავლონ ქართული ძალიან სწრაფად, გუგლ-თრანსლეითი მოიშველიონ უფასოა!
ან იმეტყველონ ინგლისურად!
ასევე, შეგვიძლია რაიმე სასარგებლო შრომაში ჩავრთოთ მოხუცთა თავშესაფრებში, სარეაბილიტაციო სამუშაოებში დედაქალაქის, რეგიონებში ან კონფლიქტის ზონებთან გახადეთ სავალდებულო ქართულის სწავლა მათთვის! და აკრძალეთ რუსულად წელვა ელარჯების რესტორნებში! სანამ გვიანი არ არის!“, - წერს განო მელითაური.
ასევე დაგაინტერესებთ
🔵მსახიობი ვაჟა ჯოჯუა 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
🔵„რას მოვესწარი, ქუთაისში იმიგრანტი ტაქსისტები გვყავს“ - რას წერს ლევან ჭანჭალეიშვილი