
მომღერალი ელენე ფოჩხუა საზოგადოებამ მუსიკალური კონკურსიდან გაიცნო და შეიყვარა. იგი ცოტა ხნის წინ კულინარიულ შოუშიც ვიხილეთ და დავრწმუნდით, რომ სამზარეულშიც ისეთივე პროფესიონალია, როგორც სცენაზე მიკროფონით ხელში.
იგი საკმაოდ ძლიერი ქალია. მას არასოდეს აშინებს ცხოვრებისეული დაბრკოლებები. ელენეს ცხოვრებაში იყო ტკივილიც, სიხარულიც, დაღმასვლაც, წარმატებაც... მას ეს ყოველივე აძლიერებს და სტიმულს აძლევს. რასაც მიზნად დაისახავს, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს და ამაში მას რისკისადმი სიყვარული და ჟინიანი ხასიათიც ეხმარება.
ელენეს ქალიშვილი იუბილარია, დედა კი მას სოციალურ ქსელში ემოციურ სიტყვებს უძღვნის:
„ჩემი მზე გოგოს დღეა დღეს, რომელიც გულს მითბობს და მახარებს მუდამ.
ყველა ოცნება აგსრულებოდეს, ჩემო ციმციმა... მე კი ყველა ოცნების ასრულებაში შენს გვერდით ვიქნები“, - წერს ელენე ფოჩხუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კადრი, რომელსაც უშენოდ ვერ წარმოვიდგენდით“ - დაღუპული შორენა ონიანის მეუღლე ოჯახურ ფოტოს გვიზიარებს