ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ოფიციალური გვერდი სოციალურ სივრცეში, მსახურებიდან მამა საბა ჭიკაიძის ქადაგების ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ღვთისმშობლის სასწაულებზე და საქართველოს გადარჩენაზე ისაუბრა:
„ყველა სასწაული თუ კი რამე მომხდარა აქამდე მაგალითი უნდა იყოს ქრისტიანებისთვის. მით უმეტეს ქართველებისთვის. ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი ისევ იგივეა, ისევ მისი წილხვედრი ერი ვართ და ისევ ისე ვუყვარვართ როგორც მანამდე ვუყვარდით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევ გადაგვარჩენს. ეშმაკის და საქართველოს მტრების ჯინაზე საქართველო აუცილებლად გადარჩება. ღმერთი ყველას გამოგვაცოცხლებს და გამოგვაფხიზლებს“, - განაცხადა ქადაგებისას მამა საბა ჭიკაიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თქვე კარგო ადამიანებო, ამდენი წელი ცესკოში მუშაობდით და ახლა გახდა ცესკო ცუდი?...“ - ზურა ხაჩიძე